საქართველოში სამედიცინო პერსონალის დაახლოებით 7% კორონავირუსით არის ინფიცირებული, 30-მდე მათგანი კი გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ რომ ექიმების ინფიცირების მიუხედავად , ყველა კოვიდკლინიკაში პაციენტებს სათანადოდ უტარდებათ მკურნალობა .ეკატერინე ტიკარაძე განმარტავს , რომ ექიმების ნაკლებობა ქვეყანაში პანდემიამდეც იყო და პრობლემის მოგვარებას წლები სჭირდება
ამ ეტაპზე ვირუსი 26700 მდე პაციენტს აქვს დადასტურებული , 3900 მოქალაქე კოვიდსასტუმროში გადის მკურნალობას , 16 ათასზე მეტი ოჯახის ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება .
კორონავირუსის პარალელურად, ქვეყანაში სეზონური გრიპიც გააქტიურდა. B ტიპის გრიპის შემთხვევა უკვე დაავადებათა კონტროლის მონცემებშიც აისახა. არის ალბათობა, რომ კორონავირუსთან ერთად ადამიანს გრიპი დაემართოს, ან ვირუსის გადატანის შემდეგ სეზონური გრიპის სიმპტომები გამოუვლინდეს.
ამირან გამყრელიზე გრიპის ვაქცინის ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობს.