29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
რიგგარეშე არჩევნები არის გადამწყვეტი და არ იცვლება არანაირ ცესკოს ეფემერულ რეფორმაში - გიგი უგულავა

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას თქმით, ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობისთვის რიგგარეშე არჩევნები არის გადამწყვეტი და ეს არ შეიძლება გაიცვალოს ცესკოს ეფემერულ რეფორმაში. აღნიშნული განცხადება გიგი უგულავამ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა, იმასთან დაკავშირებით, რომ ოპოზიციის ნაწილი გარკვეული რეფორმების პირობის სანაცვლოდ შესაძლოა ხელისუფლების შემოთავაზებებს დათანხმდეს და პარლამენტში შევიდეს:

"თავად იმ პარტიებისთვის, რომლისთვისაც ეფემერული ცესკოს რეფორმა შეიძლება საკმარისი იყოს, თვითონ უნდა თქვან. მე არ ვაპირებ მაინც და მაინც ვინმესკენ თითის გაშვერას. ჩვენთვის და ოპოზიციის უდიდესი უმრავლესობისთვის რიგგარეშე არჩევნები არის გადამწყვეტი, ფუნდამენტური და არ იცვლება არანაირ ცესკოს ეფემერულ რეფორმაში," - განაცხადა გიგი უგულავამ.

დღის ამბები