ფონიჭალაში მომხდარი მკვლელობა, ერთ-ერთი ვერსიით შურისძიებას უკავშირდება. მოკლულის მეზობლების თქმით, გარდაცვლილი უკონფლიქტო კაცი იყო, თუმცა მისი ძმა მკვლელობისთვის იხდის სასჯელს, რაც შეიძლება მკვლელობის მიზეზი გამხდარიყო.
ის მაღაზიაში მიდიოდა, როდესაც მას მანქანით გზა გადაუღობეს და ავტომატით გაისროლეს. დაჭრილი "ნიუჰოსპიტალში" გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
მოკლულის ცხედარი ამ დრომდე ექსპერტიზის ბიუროშია.
შეგახსენებთ მკვლელობა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე ამ წუთებშიც მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
საქმე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.