29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ხანძარი ლილოს დასახლებაში - დამწვარია კომერციული ფართები, განადგურდა ასი ათასობით ლარის სხვადასხვა სახის ქონება

ლილოს დასახლებაში ათას კვადრატულ მეტრზე მეტ ტერიტორიას ცეცხლი დილის 8 საათზე გაუჩნდა. დაიწვა ადგილზე არსებული კომერციული ფართები და განადგურდა ასი ათასობით ლარის სხვადასხვა სახის ქონება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძრის ლოკალიზება სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ტერიტორიაზე შესვლიდან სამ საათში მოახერხეს. ლილოს დასახლებაში არსებულ სასაწყობე ფართებზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობის პროცესში 14 ერთეული სპეც-ტექნიკა და 70-ზე მეტი მეხანძრე მაშველი მონაწილეობდა.

ლილოს დასახლებაში მიმდინარე სამაშველო სამუშაოებთან და დაზარალებულებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ქალაქის მერმა. კახი კალაძის თქმით, ზარალის ანაზღაურებას მერია ვერ შეძლებს.

გამოძიება ხანძრის გამომწვევ მიზეზებს ამ დრომდე ადგენს. უცნობია ზარალის საერთო რაოდენობაც. სპეციალისტები ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. 

დღის ამბები