29 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
პედოფილიის შესაძლო ფაქტი სიღნაღში - 10 წლის გოგონას ექსპერტიზა დასრულდა

პედოფილიის ახალი ფაქტი საქართველოში. სიღნაღის მუნიციპალიტეტში, 10 წლის გოგონასთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით 42 წლის მამაკაცი დააკავეს. ის არასრუწლოვნის მეზობელია. 

გარყვნილ ქმედებას პირდაპირი მოწმე არ ჰყავს. მხოლოდ არასრულწლოვნებმა დაინახეს, როგორ ცდილობდა ბავშვი სავარაუდო მოძალადისგან თავის დაღწევას. გაქცეულმა გოგონამ კი ყველაფერი მშობელს მოუყვა. ამის შემდეგ საქმეში პოლიცია ჩაერთო. დაზარალებულს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ის მშობელთან ერთად უკვე გამოიკითხა.

დანაშაულის ჩადენის დროს, სავარაუდო მოძალადე ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. დაკავებულის დედა "კურიერთან" ადასტურებს, რომ მის შვილს ფსიქიკური პრობლემები აქვს და გამიზნულად. სავარაუდოდ. არაფერი გაუკეთებია.

სიღნაღის პოლიციაში საქმე მომხდარიდან მალევე აღიძრა. ცნობილია, რომ დაკავებული დანაშაულს არ აღიარებს.

საქმეში პროკურატურისთვის მთავარი მტკიცებულება ექსპერტიზის დასკვნაა. სწორედ ამ დოკუმენტით დადგინდება, რა ფორმით იძალადეს 10 წლის ბავშვზე. დანაშაული, რომელსაც დაკავებულს ედავებიან, 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

დღის ამბები