29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
პანდემიის დასასრულის დასაწყისი - მსოფლიო "კოვიდ-19-ის" ვაქცინაციის პირველი ეტაპის მოლოდინშია

პანდემიის დასასრულის დასაწყისი - მსოფლიო "კოვიდ-19"-ის ვაქცინაციის პირველი ეტაპის მოლოდინშია.

8 დეკემბერს გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები ოფიციალურად დაიწყებენ მასობრივი იმუნიზაციის პროცედურებს. კომპანია "ფაიზერის" შექმნილი პრეპარატი ბელგიიდან დიდ ბრიტანეთში უკვე ჩავიდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტები და ვირუსოლოგები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ვაქცინაციის პირველი ეტაპის შედეგებზე იქნება დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა. 

პანდემიის დასრულებისა და ვაქცინაციის პირველი ეტაპის შედეგების შეჯამებამდე კი "კოვიდ-19-ით" ინფიცირებულთა რაოდენობა კვლავ მზარდია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კიდევ 600 000 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, სადღესასწაულო დღეების აღნიშვნის წესებში მოქალაქეებმა ცვლილებები უნდა შეიტანონ და დაიცვან იმ ქვეყანაში დაწესებული ზომები, რომელშიც ცხოვრობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ასევე აცხადებენ, რომ ვაქცინა პანდემიის დასასრულს არ ნიშნავს.

დღის ამბები