29 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
სასარგებლო, საქმიანი და პოზიტიური - მოლაპარაკების რამდენიმესაათიანი მესამე რაუნდი და მოლოდინები ბოლო, შესაძლო მეოთხე რაუნდის წინ

მოლაპარაკების მესამე რაუნდი - ექვსსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გრიგოლ ვაშაძემ თქვა, რომ პრინციპულ საკითხებზე განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, კომპრომისის ალტერნატივა არ არსებობს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდს ელოდება.

ელჩებთან მომდევნო აუდიენციამდე მოლაპარაკების მაგიდასთან განხილული საკითხების დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს "გირჩისა" და "ევროპული საქართველოს" ლიდერებმა. 

სასარგებლო, საქმიანი და პოზიტიური - ასეთი იყო კელი დეგნანის რეზიდენციიდან გამოსული "ლელოს", "მოქალაქისა" და "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერების შეფასება მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ.

პოლიტიკოსების თქმით, მხარეებს შორის პოზიციების დაახლოება გარკვეულ საკითხებზე მოხერხდა. ლიდერები კომპრომისულ საკითხად საარჩევნო სისტემის რეფორმირების აუცილებლობას ასახელებენ, თუმცა ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების თემა კვლავ განხეთქილების საგნად რჩება.

ოპტიმისტური იყო მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი. არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა და მოქალაქეების ნების რევიზია ხელისუფლებისთვის პრინციპულად მიუღებელი საკითხია, თუმცა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია, რამაც ქვეყანაში ახალ სტაბილურ პოლიტიკურ პროცესს უნდა ჩაუყაროს საფუძველი. 

დღის ამბები