29 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
სააკაშვილი ხედავს რომ ბარიერის იმ მხარეს აღმოჩნდა, სადაც რუსეთია - გია ვოლსკი

"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი ვოლსკის თქმით, "ნაციონალური მოძრაობისგან" ვერ ხედვას სურვილს, ოპოზიციასა ხელისუფლებას შორის შეთანხმების მოხდეს.

"თვალსაჩინოა და ყველასთვის, ვინც არც არის პოლიტიკაში, რომ სიხისტე განცხადებებში არჩევნებამდეც და ახლაც, გაცილებით უფრო მეტია ნაცმოძრაობის ლიდერების, გარემოცვის მხრივ, იმისათვის, რათა ეს ოპოზიციური ერთობა შეინარჩუნოს. აქედან გამომდინარე, იმედები, რომ გითხრათ, რომ ამაზე ჩემს იმედებს და ხვალინდელი დღის ხედვას ახლა წარმოგიჩენთ  პოზიტიური განწყობით, ესეთი არ მაქვს,“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ვოლსკი ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ხელისუფლებასთან შეთანხმების მიღწევა არ სურს.

"ჰიპოთეტურად რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია და ვთქვათ, რიგგარეშე თუ ვადამდელი, თუ განმეორებითი არჩევნების საკითხი დადგეს დღის წესრიგში, რაც შეუძლებელია, მაგრამ ესეც კი სააკაშვილის ინტერესებს არ შეესაბამება არანაირად, ვინაიდან, სტრატეგია სულ სხვა მიმართულებით არის.“ - ამბობს გიორგი ვოლსკი.

"ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობის მთავარი ამოცანა პოლიტიკური რყევებია. 

"სააკაშვილი ხედავს, რომ ბარიერის იმ მხარეს აღმოჩნდა, სადაც რუსეთია და სადაც რუსეთს აწყობს რყევა არა მარტო საქართველოში, ზოგადად კავკასიაში და სამხედრო პოზიციების გამაგრება, საოკუპაციო რეჟიმის გამაგრება და ბაზების გამაგრება, აფხაზები, ოსები რომ გაქრნენ  ქართველებიანად, რასაკვირველია, მას ეს არ ანაღვლებს. სტაბილურობა არ შედის მის ინტერესებში და ძალაუნებურად, ნებით და უნებლიედ და მგონი ნებით, აღმოჩდა ბარიერს ერთ მხარეს და ბარიერის მეორე მხარეს აღმოჩნდა საერთაშორისო ორგანიზაციები და ჩვენი პოლიტიკური პარტნიორები. ეს იმდენად თვალნათელია, რომ ჩემს მოსაზრებას, რომ მათ ეს მოლაპარაკება არ აწყობთ, კიდევ ერთხელ ამყარებს,“  - ამბობს გიორგი ვოლსკი.

დღის ამბები