სოფელ ფონიჭალაში საცხოვრებელ სახლთან მამაკაცი ჩაცხრილეს. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
როგორც" რუსთავი2-ს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236- ე მუხლებით დაიწყო.
უწყების ცნობით, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძებო მოქმედებები.