29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
გარყვნილი ქმედება სიღნაღში - 10 წლის გოგონას ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება

სიღნაღში გარყვნილი ქმედების შესახებ 10 წლის ბავშვმა დედას თვითონ უამბო. როგორც დაზარალებული ბავშვის დედა ამბობს, გოგონას ამ წუთებში ექსპერტიზა უტარდება.

"არანაირი ურთიერთობა არ გვქონია. მე და მაგის ცოლი 10 დღე ერთად ვმუშაობდით, დანარჩენი ურთიერთობა მაგ ოჯახთან არ მქონია. ექსპერტიზაზე მყავს ბავშვი წაყვანილი, ეგ გარყვნილი კაცი თავისას მიიღებს," - უთხრა "კურიერს" 10 წლის ბავშვის დედამ.

ბრალდებულის ოჯახი სავარაუდო დამნაშავის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრობს და ამბობენ, რომ 42 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

"ჯანმრთელი არ არის, ნასვამი იყო, მისულა, სვამს, დაკარგული აქვს გონება. ბავშვს გაეთამაშა თუ რა იყო არ ვიცი, ცუდი განზრახვა ნამდვილად არ ექნებოდა. მე არაფერი დამიშავებიაო, ჩაიცვა და თვითონ გაჰყვა პოლიციას,"- უთხრა "კურიერს" 10 წლის ბავშვზე გარყვნილ ქმედებაში ბრალდებულის დედამ. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი 42 წლის პირი დააკავეს.

ბრალდებული წარსულში მკვლელობისთვის არის ნასამართლევი.

ამავე თემაზე
დღის ამბები