ცოტა ხნის წინ სოციალურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ირანის სულიერი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი შეუძლოდ იმყოფებოდა, ალი ხამენეის გარემოცვა უარყოფს.
ადგილობრივი მედია ხამენეის ადმინისტრაციის წარმომადგენელზე, მეჰდი ფაზაელიზე დაყრდნობით იუწყება, რომ სულიერი ლიდერი თავს კარგად გრძნობს და მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.
დასავლური მედიის ცნობით კი ირანის სულიერი ლიდერი ნამდვილად შეუძლოდ არის და მის მოვალეობას ვაჟი ასრულებს.