29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ნაწილ საკითხებზე პრინციპში სრულად შევთანხმდით და წინ გადავდგით ნაბიჯები - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მესამე რაუნდზე საკითხების ნაწილზე მხარეები, პრაქტიკულად, სრულად შეთანხმდნენ.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, რიგ საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმება ისევ ვერ ხერხდება.

"ნაწილ საკითხებზე, პრინციპში, სრულად შევთანხმდით და წინ გადავდგით ნაბიჯები, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით. რაღაცებს თმობს, რაღაცებს ვერ თმობს  - ჯერჯერობით, ეს მოცემულობაა,"- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში გამართული ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ. 

"პატრიოტთა ალიანსის" წევრმა გოჩა თევდორაძემ აღნიშნა, რომ შეთანხმებაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ოპოზიციის მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით მხარეთა პოზიციები კვლავ უცვლელია. 

"ნაადრევია იმის თქმა, რომ შეთანხმებაა მიღწეულია მთავარ საკითხზე, ჯერ არ მიღწეულა ეს შეთანხმება. უმთავრესი საკითხი რაც არის - ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის,"- განაცხადა გოჩა თევდორაძემ. 

დღის ამბები