29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
რა შედეგით დამთავრდა მოლაპარაკების მესამე რაუნდი - მხარეები პოზიციების დაახლოებაზე ალაპარაკდნენ

ოპოზიციასა და "ქართულ ოცნებას შორის" 5 საათიანი მოლაპარაკებების ერთადერთი კონკრეტული შედეგი ასეთია - პოლიტიკური მოწინააღმდეგეები შეთანხმდნენ, რომ დიალოგის კიდევ ერთი რაუნდი, სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რეზიდენციიდან გამოსულმა პოლიტიკოსებმა საიდუმლოდ დატოვეს ის, რაც დახურულ კარს მიღმა ითქვა.

თუმცა, მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ როგორც ოპოზიციის, ისე სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კონკრეტულ საკითხებთან პოზიციები უკვე მიახლოებულია, ნაწილთან მიახლოებას კი ეცდებიან კიდევ ერთი შეხვედრის დროს. 

დღის ამბები