29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
პრაღაში ძებნილი ქართველი პოლიციას ჩაბარდა

პრაღაში ძებნილი ქართველი პოლიციას ჩაბარდა. შსს მადლობას უხდის მედიას და აღნიშნავს, რომ ბრალდებული ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში მივიდა.

საქმეზე გამოძიება სხეულის განსაკუთრებით მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს, რაც 12 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, პრაღის ცენტრში მომხდარი მძიმე დანაშაულისთვის პოლიცია ბაჩუკი ჯალაღონიას ეძებდა. საქართველოს მოქალაქე ერთ თვეზე მეტია მიმალვაში იმყოფებოდა. მას 29 წლის მამაკაცზე თავდასხმას ედავებიან, რომელსაც მძიმე დაზიანებები მიაყენა.

დღის ამბები