29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
არის რაღაც პუნქტები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, შევთანხმდით, რომ კიდევ გავაგრძელებთ ლაპარაკს - ზურა ჯაფარიძე

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ აცხადებს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ორივე მხარემ ყველა პუნქტი განიხილა. ჯაფარიძის თქმითვე, შეხვედრების დეტალების გავრცელების უფლება არავის ჰქონდა.

"დღეს რაც ხდებოდა, ამდენი დრო ამაზე დაიხარჯა, გავიარეთ ყველა პუნქტი. არის რაღაცა პუნქტები, სადაც შეთანხმება შესაძლებელია, მაგრამ არის პუნქტები, რაზეც ჯერ პოზიციები დაახლოებული არ არის.

რაზეა შესაძლებელი შეთანხმება, მაგას ვერ მოგიყვებით. 

მე პრობლემა არა მაქვს, რომ ყველაფერი იყოს საჯაროდ საერთოდ, ეს ფორმატი ჩემი მოგონილი არ არის, მოიგონეს მომლაპარაკებლებმა, ჩათვალეს, რომ დახურული ფორმატი მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მოლაპარაკებებს ხელი არ შეეშალოს და მე ვიცავ წესებს, თორემ, ჩემი აზრით, დასამალი არაფერი არ არის საერთოდ. მოლაპარაკებები გრძელდება და შედეგი გამოჩნდება ბოლოში, როცა დასრულდება. შევთანხმდით, რომ კიდევ გავაგრძელებთ ლაპარაკს," - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.

დღის ამბები