29 ნოემბერი 2024,   02:41
ვრცლად
ახალი პროგრამა დეზინფორმაციის წინააღმდეგ - USAID  დაეხმარება ქართულ ორგანიზაციებს, გამოავლინონ დეზინფორმაციის წყაროები

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ დეზინფორმაციის წინააღმდეგ მიმართული ახალი პროგრამა დაიწყო. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში USAID იმუშავებს საქართველოს ხელისუფლებასთან და ფართო საზოგადოებასთან, ქვეყანაში საინფორმაციო სივრცის დასაცავად.

ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, პროგრამა დაეხმარება ქართულ ორგანიზაციებს, გამოავლინონ დეზინფორმაციის წყაროები, შეაფასონ მისი გავლენა და შექმნან საპასუხო ობიექტური გზავნილები.

 

ავტორი : სალომე გოგინაშვილი

დღის ამბები