29 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ჯანმოში ახარებთ ფაქტი, რომ მასობრივი იმუნიზაცია იწყება, თუმცა ამბობენ, რომ მკაცრი რეგულაციების შენარჩუნება აუცილებელია

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია იწყება. დიდი ბრიტანეთი 8 დეკემბრიდან კომპანია "ბიოტექისა და ფაიზერის" მიერ წარმოებული პრეპარატებით იმუნიზაციას იწყებს.

დღეიდან ვაქცინაცია დაიწყო რუსეთში. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული პრეპარატი "სპუტნიკ ხუთი" 95 პროცენტით ეფექტურია, დასავლელ ჯანდაცვის ექსპერტებს კი რუსული ე.წ.ვაქცინის ეფექტურობაში ეჭვი შეაქვთ, რადგან პრეპარატს კვლევისთვის აუცილებელი ყველა ეტაპი ჯერ კიდევ არ გაუვლია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ახარებთ ის ფაქტი, რომ უახლოს მომავალში მასობრივი იმუნიზაციის პროექტი დაიწყება, თუმცა ვარაუდობენ, რომ პანდემიის შეჩერება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი მკაცრი რეგულაციები ვაქცინაციის პროცესის ბოლომდე შენარჩუნდება.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ-19-ით მილიონ ნახევარზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, დღეს ინფიცირებულთა გლობალურმა მაჩვენებელმა 67 მილიონს გადააჭარბა.

 ავტორი - შმაგი ლიპარტელიანი

დღის ამბები