ძმები ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე საერთაშორისო ფესტივალი ტრადიციულად, ამ დროს, ტრადიციულად, გარიყულაში იმართება. ამ სივრცემ წელს უკვე რიგით მე-12 ფესტივალს უმასპინძლა. "ფესტ ი ნოვა 2020" სახელწოდებით გარიყულა არტ-ვილაში ფიზიკური სახით ყველა რეგულაციების დაცვით მიმდინარეობდა, თუმცა საპრეზენტაციო გახსნა მხოლოდ ვირტუალურ სივრცეში გახდა შესაძლებელი.
"ფესტ ი ნოვა 2020" გამოფენის ონლაინტურის ფარგლებში შეჯამდება მიმდინარე წლის განხორციელებული პროექტები და მოხდება წლევანდელი გამოფენის წარდგენა.