29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
როდესაც  საქმე შეთანხმებამდე მიდის, ყველა მხარემ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯი - კარლ ჰარცელი 

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი  ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. კარლ ჰარცელი ამბობს, რომ პროცესი აუცილებლად დაძლეული უნდა იქნას და მხარეები რაც შეიძლება მალე უნდა მივიდნენ საერთო შეთანხმებამდე. მისი თქმით, დისკუსიები რთული იქნება და ის დიდ პასუხისმგებლობას მოითხოვს. 

"მოცემულ მომენტში ჩვენ ვართ ორი მხარის დახმარების პროცესში, რათა მათ გაცვალონ თავიანთი ხედვები და პოზიციები, იმისთვის, რომ უფრო დაგვაახლოვონ შეთანხმებამდე. პროცესი აუცილებლად უნდა იქნას დაძლეული, თან რამდენადაც შესაძლებელია მცირე დროში, რადგან დრო მართლაც ცოტა დაგვრჩა. გულწრფელად რომ გითხრათ, დისკუსიები საკმაოდ რთული იქნება, ამაში ეჭვი არ მეპარება და იგი მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობასა და  ხელმძღვანელობას  ყველა მხრიდან, რომ მიგვიყვანოს იმ მაგიურ საერთო პოზიციამდე, როგორც მას ხშირად ვეძახი.

ჩემთვის ნათელია, რომ მხოლოდ ფართო გაგებით მიღებული შეთანხმება იქნება საქართველოსთვის კარგი სცენარი. ეს არის ის რაზეც, ვფიქრობ, მუშაობა ღირს და რაც ღამით არ მაძინებს. როდესაც  საქმე შეთანხმებამდე მიდის, ყველა მხარემ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯი იმისთვის, რომ მეორე მხარესაც მისცეს იმავეს გაკეთების შესაძლებლობა," - აცხადებს კარლ ჰარცელი

დღის ამბები