29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
პალამენტთან გამართული აქციის დროს დაკავებული 4 აქტივისტიდან ერთი, რუსუდან მჭედლიძე გათავისუფლებულია 

გუშინ პალამენტთან გამართული აქციის დროს დაკავებული 4 აქტივისტებიდან ერთი, რუსუდან მჭედლიძე გათავისუფლებულია, ხოლო დანარჩენი სამი ადამიანის სასამართლო პროცესი სავარაუდოდ დღეს გაიმართება.

რაც შეეხება საპროტესტო აქციას, აქტივისტები ამბობენ, რომ იგი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელება.  

სამოქალაქო აქტივისტები გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციის დროს დააკავეს. ისინი რკინის კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთებას ცდილობდნენ. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავდნენ, გაყალბებული არჩევნებისა და ერთპარტიული პარლამენტის გასაპროტესტებლად პოლიციის მიერ დამონტაჟებულ ჯებირებზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახვა სურდათ. 

დღის ამბები