29 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მასობრივი დაკავებების გამო ბელარუსში დემონსტრანტები აქციებს საკუთარ ეზოებში გამართავენ

ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში დღეს ანტისამთავრობო აქციებია დაგეგმილი. ორგანიზატორების თქმით, იმის გამო, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებს, საპროტესტო აქციების ფორმატი შეიცვლება, ამჯერად მოსახლეობა ლუკაშენკოს მმართველობას საკუთარი სახლებიდან და ეზოებიდან გააპროტესტებს და ქალაქების ცენტრებში აღარ შეიკრიბებიან.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

დღის ამბები