29 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
დღეის მონაცემებით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 196 კოვიდპაციენტი იმყოფება

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის, გია კიკაბიძის თქმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში დღეის მონაცემებით 196 კოვიდ პაციენტი იმყოფება.

აქედან 49 პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში, ხოლო მართვით სუნთქვაზე 9 პაციენტი იმყოფება. მართვით სუნთქვაზე მყოფი პაციენტების მდგომარეობა კრიტიკულია.

38 პაციენტი მუდმივ რეჟიმში ღებულობს ჟანგბადს მაღალი წნევით.

თერაპიულ ნაწილში მყოფი პაციენტების მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

გუშინ რესპუბლიკური კლინიკიდან 19 პაციენტი გაეწერა.

დღის ამბები