29 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
როდის მიიღებს საქართველო ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღს საქართველო - მოსახლეობის მასობრივი იმუნიზაცია სავარაუდოდ გაზაფხულზე დაიწყება 

პანდემიის დასასრულის დასაწყისი ვაქცინაზე გადის. COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად საქართველოს კონტრაქტი კოვაქს პლატფორმასთან აქვს გაფორმებული, ასევე ქვეყანა მოლაპარაკებებს მართავს მწარმოებელ კომპანიებთან და იმ სახელმწიფოებთან, რომელთა ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტიანობა აჩვენა. საქართველო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციის შემდეგ, 700 ათასი ადამიანის სამყოფ დოზას მიიღებს. სავარაუდოდ, მოსახლეობის იმუნიზაცია მარტი-აპრილში დაიწყება და მოქალაქეებისთვის სრულიად უფასო იქნება.

სახელმწიფომ პირველადი შესატანი 4 მილიონი დოლარი უკვე გადარიცხა, საერთო ჯამში კი, ვაქცინის მისაღებად 17 მილიონია საჭირო. ვაქცინაციის გეგმის მომზადებაზე უკვე შექმნილია უწყებათაშორისი ჯგუფი, კომისია ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს.

პირველ ეტაპზე ქვეყანაში ვაქცინის მილიონ ოთხასი ათასი დოზა შემოვა. თავდაპირველად, მედიკოსები და რისკ ჯგუფები აიცრებიან, ანუ იმუნიზაცია ხანშიშესულ ადამიანებს და თანმხლები დაავადების მქონე პაციენტებს ჩაუტარდებათ. ინფექციონისტების განცხადებით, იმუნიზაციის ასეთი მასშტაბურობა კორონავირუსის მძიმედ მიმდინარეობას მნიშვნელოვნად შეამცირებს.

ვაქცინაცია არის საუკეთესო ჯანდაცვის მექანიზმი - ასე საქართველოს ფარგლებს გარეთ მოღვაწე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტები ფიქრობენ. 

 

დღის ამბები