29 ნოემბერი 2024,   02:46
ვრცლად
პლებისციტი როგორც შესაძლო გამოსავალი - ოპოზიციასა და მმართველი გუნდს შორის მედიატორი ელჩებთან ერთად შესაძლოა საზოგადოება გახდეს

ისევ ნულოვანი შედეგი, თუ კონსენსუსი ახალ, სუფთა ფურცელზე - პოლიტიკოსები დიალოგის მესამე რაუნდისთვის ემზადებიან. უკვე გამოიკვეთა კონკრეტული საკითხი, რომელშიც მართალია ოპოზიცია ერთიანი არ არის, მაგრამ ამ თემას მოლაპარაკებების მაგიდასთან მაინც წამოჭრის. ოპოზიციის ინიციატივაა ჩატარდეს პლებისციტი და მოსახლეობამ თავად გადაწყვიტოს, არის თუ არა კრიზისიდან გამოსვლის გზა ხელახალი არჩევნები.

კონკრეტულ საკითხებზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად ოპოზიციურ ფლანგში მთავარი მოთხოვნებისადმი ერთგულები რჩებიან. დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში შეკრებილმა ლიდერებმა კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, შეთანხმების მისაღწევად მათ კონკრეტული ნაბიჯები გადადგეს და ახლა შემხვედრ წინადადებებს მმართველი პარტიისგან ელიან.

რამდენად მოხდება საბოლოოდ ოპოზიციის შეხედულებების დაახლოვება მმართველი ძალის პოზიციასთან ჯერ უცნობია. "ქართულ ოცნებაში" მკაფიოდ ამბობენ, რომ რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საკითხი მათ მიერ მოლაპარაკებათა მაგიდასთან არ განიხილება.

შედგება თუ არა შეთანხმება კომპრომისულ ვარიანტზე? ამ კითხვაზე პასუხი მოლაპარაკებების მესამე რაუნდმა უნდა გასცეს. აუდიენციის გამართვის თარიღი უცნობია. ოპოზიციამ მოთხოვნების გაფართოებულ პაკეტზე საპასუხოდ ხელისუფლებას ორი დღე მისცა.

დღის ამბები