COVID-19-ის პანდემიის გამო ტრადიციული წინასაახალწლო სამზადისი შეიცვალა. ევროპის ქვეყნებში უჩვეულოდ ელოდებიან მოახლოებულ დღესასწაულს. ზოგ ქვეყანაში შეამცირეს დეკორაციების რაოდენობა და მხოლოდ ნაძვის ხით შემოიფარგლნენ. ზოგან მხოლოდ ილუმინიაციები ამჯობინეს. გაუქმდა საშობაო ბაზრობები რათა ქალაქებმა თავიდან აიცილონ ადამიანების ერთად თავშეყრა.
იტალიის ქალაქებში 1 დეკემბრიდან უკვე დაიწყეს საახალწლო დეკორაციის მონტაჟი და ქვეყნის რამდენიმე მთავარი ნაძვის ხეზე პირველი შუქებიც გამოჩნდა.
იერუსალიმში ნაძვის ხე გაანათეს და ამ ღონისძიებას უჩვეულოდ ცოტა ადამიანი ესწრებოდა. ასევე გაუქმდა საშობაო ბაზრობაც, რომელიც გასულ წლებში ათი ათასობით ვიზიტორს მასპინძლობდა.