29 ნოემბერი 2024,   02:34
ვრცლად
ტრაპიზონთან მომხდარ ავარიას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

ტრაპიზონის პროვინციაში, მაჩქას რაიონში, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს მოქალაქე, 40 წლის ხვიჩა ჯინჭარაძე ემსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. ავტომობილი  გზიდან გადავარდა და ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო სამსახური, თუმცა მძღოლის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

როგორც თურქული მედია წერს, სატვირთო ავტომობილი საქართველოში ქალაქ ისკენდერუნიდან მიდიოდა.

დღის ამბები