ანტალიაში, გაზიფაშას რაიონში, 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. თურქული მედიის ინფორმაციით მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა მერსინში და კონიაშიც.
გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების მინისტრის, მურათ კურუმის განცხადებით, ზარალის შემფასებელმა ჯგუფებმა მუშაობა უკვე დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე რაიმე ნეგატიური შედეგი არ დაუფიქსირებიათ.