29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ვეთანხმებით ჩვენს კოლეგებს პლებისციტის იდეაში - იაგო ხვიჩია

"გირჩის" პარტიის თავმჯდომარე იაგო ხვიჩია ადასტურებს, რომ იმ მოთხოვნებს შორის, რომელიც გუშინ ოპოზიციამ ფასილიტატორ ელჩებს უმრავლესობისთვის გადასაცემად წარუდგინა, ჩიხიდან გამოსასვლელად ერთ-ერთ წინადადებად პლებისციტიც განიხილება.

იაგო ხვიჩიას თქმით, პლებისციტის იდეის მიმართ გულგრილია, თუმცა მაინც ეთანხმებიან კოლეგებს.

"პლებისციტის იდეასთან დაკავშირებით შედარებით გულგრილები ვართ, სხვა იდეები, რომლებზეც მსჯელობა მიდის, უფრო მოგვწონს, უბრალოდ, ჩვენს კოლეგებს ვეთანხმებით პლებისციტის იდეაშიც.

ზოგადად, ეს შეხვედრები ტარდება იმისთვის, რომ ჩვენ წინ გველოდება მესამე რაუნდი და ამისთვის მოსამზადებელი შეხვედრებია, ასე ჩათვალეთ," - აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები