29 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
ხმაური პარლამენტთან - პოლიცია აქტივისტებს რკინის კონსტრუქციაზე საპროტესტო წარწერების გაკეთების საშუალებას არ აძლევს

ხმაურია პარლამენტთან, სადაც აქტივისტები საპროტესტო წარწერების დატოვებას ცდილობენ. პოლიცია კი მათ ამის საშუალებას არ აძლევს. როგორც აქციის მონაწილეები განმარტავენ, გაყალბებული არჩევნებისა და ერთპარტიული პარლამენტის გასაპროტესტებლად პოლიციის მიერ დამონტაჟებულ ჯებირებზე საბჭოთა სიმბოლიკის გამოსახვა სურთ. მათივე განმარტებით, პროტესტის ამ ფორმით პარლამენტის შენობის იერსახე არ ზიანდება და მათ წარწერების დატოვება მხოლოდ დროებით კონსტრუქციებზე სურთ.

"ღიმილით მოვდივართ, ბატონო პოლიციელო, რომ დავწეროთ დროებით შენობაზე,"- მიმართეს აქტივისტებმა პოლიციას. აქტივისტების თქმით, არანაირი კანონი არ არსებობს, რომელიც მთ დროებით კედელზე წარწერის გაკეთებას უკრძალავს.

აქტივისტების მხრიდან წარწერების გაკეთების მცდელობა და კამათი პარლამენტის მიმდებარედ ამ დრომდე გრძელდება, რკინის კონსტრუქციასთან, რომელზეც აქტივისტებს წარწერების გაკეთება სურთ, რამდენიმე ათეული პოლიციელია მობილიზებული.

დღის ამბები