29 ნოემბერი 2024,   02:33
ვრცლად
როცა ცალ მხარეს რჩება დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარე კი კოვიდი და ოპოზიციის ნაწილი, საზოგადოებამ დასკვნები უნდა გააკეთოს - გიორგი ვოლსკი

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ ოპოზიციასთან შესაძლებელია საუბარი საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, თუმცა რიგგარეშე არჩევნების მოთხოვნა მიუღებელია.

ვოლსკის თქმით, შესაძლოა გარკვეულ ოპოზიციურ ჯგუფებში არსებობდეს შეთქმულება ქვეყნის წინააღმდეგ.

"არის საკითხების ჩამონათვალი, რომელთა დაკაშირებითაც ჩვენ გვაქვს ჩვენი პოზიცია. შეიძლება ვიმსჯელოთ საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე, სხვადასხვა საკითხებზე, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მთავარი თემა რაც არის რიგგარეშე არჩევნები ყველანაირი ფორმით, არა თუ ჩვენთვის, არამედ მიუღებელია იმ ვითარებისთვის, რომელიც არამარტო საქართველში, არამედ მსოფლიოშია შექმნილი.

როცა ცალ მხარეს რჩება ჩვენი დასავლელი პარტნიორების პოზიცია, მეორე მხარე კი კოვიდი და ოპოზიციის დიდი ნაწილი, აქ საზოგადოებამ დასკვნები უნდა გააკეთოს. ეს ორი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რამაც უნდა ოპონენტთა დიდი ჯგუფის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლა განაპირობოს, თუ არა და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმას, რომ არსებობს შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ და შეთქმულებაში მონაწილეობას სააკაშვილის ლიდერობით ღებულობენ გარკვეული პოლიტიკური სუბიექტები," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. 

დღის ამბები