29 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
წინასაარჩვენო კამპანიისას ვახო და იაგო პრაქტიკულად იყვნენ გადამალულები... დაზღვეულები ვიყავით ასეთი გამოტანტალებებისგან საჯაროდ - გოგა ხაჩიძე 

პოლიტიკური ცენტრ ”გირჩის” და ”გირჩი TV”-ს დამფუძნებელი, გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ ერთობლივი გადაწყვეტილებით უნდა იქნას შეთანხმება მიღწეული, ვის რა ადგილი უნდა ეკავოს "გირჩში". გოგა ხაჩიძე ამბობს რომ "გირჩი" დღეს არის ყველა ის ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა პარტიას. 

გოგა ხაჩიძე ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი პრაქტიკულად " გადამალულები" იყვნენ. 

"შეხედეთ საარჩევნო კამპანიას, როგორი საარჩევნო კამპანია ჩაატარა გირჩმა და როგორმა საარჩევნო კამპანიამ მოუტანა მას წარმატება. ვახო და იაგო პრაქტიკულად იყვნენ გადამალულები რუსთავში და ბათუმში, ეთერები არ იყო და მეტნაკლებად დაზღვეულები ვიყავით ასეთი გამოტანტალებებისგან საჯაროდ და კამპანიას აწარმოებდა ცალსახად და ერთპიროვნულად, ზურაბ ჯაფარიძე და იყო "გირჩი". ეს შეუგნებლად არ მომხდარა. გადამალული იყვნენ, აბა რა იყვნენ, ეთერებში არ იყვნენ, ასე დაზღვეულები ვიყავით იმისგან რომ ეგეთი რაღაცები არ მომხდარიყო.

არსებობენ ეგეთი ადამიანები, რომლებსაც აქვთ რაღაც ღირსებები, აქვთ ღირებულებები, მაგრამ აქვთ რაღაც თვისება, რომლითაც ასე შეიძლება გამოვიდეს და ისეთი რმე გააკეთოს, ისე უადგილოდ, ისე უკონტექსტოდ... „ - ამბობს გოგა ხაჩიძე. 

დღის ამბები