29 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
ახალგაღვიძებულზე იაგო ხვიჩიას გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, ულოგიკოდ, უმორალოდ, არის აუტანელი - გოგა ხაჩიძე

"გირჩის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გოგა ხაჩიძე "ღამის კურიერის" ეთერში იაგო ხვიჩიას კომენტარზე საუბრობს და  აღნიშნავს, რომ მსგავსი "გამოტანტალებები" უადგილო და უდროო იყო, რაც მისთვის, როგორც გულშემატკივრისთვის იყო აუტანელი.

"ნახეთ თვითონ ენა, რა ენით წერს ზურა ჯაფარიძე, რას ამბობს, როგორ და მერე იქვე ხვიჩიამაც თქვა, რომ ახალი გაღვიძებული ვიყავიო და რაღაცა იქვე ვუპასუხეო. ნახეთ მისი პასუხი, აი ასე გამოტანტალდა კაცი და რა უპასუხა. აი ეს არის ის, რაც იაგო ხვიჩიას ნაწილში მე არა ერთხელ გამაღიზიანა და ასეთი გამოტანტალებები უადგილოდ, უდროოდ, სრულიად უსაზღვროდ, ულოგიკოდ, უმორალოდ გარკვეულ წილად, რომ მერე იქვე ბოდიშების მოხდა გიწევს, აი ასეთი გამოტანტალებები არის აუტანელი კონკრეტულად ჩემთვის, როგორც გვერდიდან გულშემატკივრისთვის იაგო ხვიჩიასი. აქ საუბარი არ არის შინაარსზე, რომელზეც შეიძლება სხვა ფორმატში, სხვა ფორმით, მსჯელობა, ღრმა ანალიზი, დასკვნების გაკეთება და ა.შ.

არც იმაზეა საუბარი, რომ ვინმე ვინმეს პოზიციის გამოთქმას, რაღაც დროში ან, ა.შ. უკრძალავს.

როდესაც ასეთი გამოხტომის შემდეგ, ისეთი რამე ხდება ფაქტად, რომ ათასობით შენი გულშემატკივარი და შენი ხმის მომცემი გამოდის და გლანძღავს და ეს ხდება ბევრჯერ, არ შეიძლება ასეთ საქციელზე პასუხი არ გაეცეს.

რაც შეეხება ვახო მეგრელიშვილს, აქაც მსგავსი ტიპის პრობლემები გვაქვს. რა არის იცით, ადამიანური პრობლემებია ეს," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

დღის ამბები