29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
სკანდალი შოუბიზნესში - მომღერალი და ივენთმენეჯერი ამერიკის ყალბი ვიზების დამზადების ბრალდებით დააკავეს

შოუბიზნესიდან ბრალდებულის სკამზე ჯიმი მაქაცარია სავარაუდო თაღლითობის გამო მოხვდა. მომღერალი და ივენთმენეჯერი ამერიკის ყალბი ვიზების დამზადების ბრალდებით პოლიციამ დააკავა.

სქემის მიხედვით, რომელიც გამოძიებამ გაშიფრა, მაქაცარია თანამონაწილე სოფიო ჩაგანავასთან ერთად მამაკაცს დაპირდა, რომ ამერიკის ვიზას დაუმზადებდა, თუმცა მანამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში წასვლის მსურველს ბრალდებულებისთვის 17 000 დოლარი უნდა მიეცა. 

დაზარალებულმა საჭირო საბუთები მოაგროვა, 8 500 დოლარი პირად ანგარიშებზე ჩაურიცხა და პასპორტიც ვიზის გასაკეთებლად დაუტოვა, მალევე მიხვდა, რომ ვიზა ყალბი იყო, თუმცა ბრალდებულებმა მას პირობა მისცეს, რომ ამერიკაში მაინც შეძლებდა გამგზავრებას, ამაში კი მათი თქმით, შოუბიზნესის წარმომადგენლები უნდა დახმარებოდნენ. შსს-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერში კონკრეტული გვარებიც ისმის. 

საკუთარი გვარების ხსენება მოულოდნელი აღმოჩნდა ტელეწამყვანებისთვის. ჯიმი მაქაციარიას საქმიანობასთან რაიმე კავშირს კატეგორიულად გამორიცხავენ გია ჯაჯანიძე და ნოე სულაბერიძე.

ამზადებდა თუ არა ყალბ ვიზებს მომღერალი და მოქმედებდა თუ არა თაღლითური სქემით, ამას გამოძიება დაადგენს. ამ დროისთვის მის წინააღმდეგ საქმე დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად მითვისების მუხლითაა დაწყებული. 

დღის ამბები