29 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
31 წლის რუსუდან კოკობინაძის ოჯახი მშობიარის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს

31 წლის რუსუდან კოკობინაძის ოჯახი მშობიარის გარდაცვალებაში მედიკოსებს ადანაშაულებს. გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, კოვიდინფიცირებულ პაციენტს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიაროში ჩაუტარდა, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ კი, კლინიკა "მედინაში" გადაიყვანეს.

ექიმის განმარტებით, პაციენტს ქრონიკული დაავადება არ ჰქონდა, თუმცა სამედიცინო კვლევებით, ფილტვების დიდი პროცენტული მაჩვენებელი დაზიანებული აღმოჩნდა. კლინიკის ვერსიას არ ენდობა ოჯახი და ლეტალურ შედეგზე პასუხისმგებლობას სწორედ მედიკოსებს აკისრებს.

ბრალდებებს უარყოფს ბათუმის სამშობიარო სახლი. ოჯახის ვერსიის პარალელურად, გარდაცვალების ფაქტის შესწავლა ჯანდაცვის სამინისტრომ დაიწყო. კლინიკიდან დეტალურ ინფორმაციას უწყების რეგულირების სააგენტო გამოითხოვს. განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა.

 

დღის ამბები