29 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
იძულება, მუქარა და ქრთამის შეთავაზება - პროკურატურის მტკიცებით, თედო გობეჯიშვილსა და ბრალდებულებს შორის შემდგარი მიმოწერა დანაშაულის ერთ-ერთი მტკიცებულებაა

იძულება, მუქარა და ქრთამის შეთავაზება - პროკურატურა ირწმუნება, რომ მიმოწერა, რომელიც თედო გობეჯიშვილის გარდაცვალებამდე მასსა და ამ დროისთვის ბრალდებულებს შორის შედგა, სამივე დანაშაულის ერთ-ერთი მტკიცებულებაა. საგამოძიებო ორგანომ დღეს მიმოწერის ასლები გაასაჯაროვა.

ოფიციალური ვერსიის მიხედვით, ამ წერილებით დასტურდება, რომ თედო გობეჯიშვილს აიძულებდნენ თანამდებობა ხმაურით დაეტოვებინა და სთავაზობდნენ სანაცვლოდ 50 000 დოლარი მიეღო, წინააღმდეგ შემთხვევაში ატყობინებდნენ, რომ ციხეში მოხვდებოდა, რადგან "ხატიას მიერ შედგენილ დასაჭერთა სიაში" მოხვდა.

მიმოწერა, რომელსაც გამოძიება დანაშაულის მტკიცებულებად განიხილავს, დაცვის მხარის ვერსიით მხოლოდ ბავშვობის მეგობრებს შორის ხუმრობით გამართული საუბარია და არ შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს.

ბექა ბასილაია "კურიერს" უყვება, რომ ეს მიმოწერა ხუსკივაძემ და კობალაძემ გამომძიებლებს ჯერ კიდევ ბრალის წარდგენამდე თავად აჩვენეს და საუბრის კონტექსტიც გააცნეს. ადვოკატი ამბობს, რომ ირიბი ჩვენებების გარდა, საქმეში არც სხვა მტკიცებულებები არსებობს.

დღის ამბები