29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
ოპოზიციის წერილობითი მოთხოვნები "ქართულ ოცნებას" - შედგება თუ არა მესამე რაუნდი, როცა მმართველი პარტიისთვის არჩევნები წითელი ხაზია

ახალი მისამართი და განახლებული ძველი მოთხოვნები - ოპოზიციონერი ლიდერები შუამავალ ელჩებს აშშ-ის ელჩის მოადგილის რეზიდენციაში შეხვდნენ და "ქართული ოცნებისთვის" განკუთვნილი წინადადებები წერილობით გადასცეს. დოკუმენტის შინაარსი არ საჯაროვდება. თუმცა, მმართველი გუნდის ოპონენტები ამბობენ, რომ ახალი კონტურების ფონზე ფუნდამენტური მოთხოვნები უცვლელია. ოპოზიცია ახლა "ქართული ოცნების" პასუხის მოლოდინშია.

შეთანხმების მოლოდინშია მმართველი გუნდი, თუმცა მათი თქმით, ამომრჩევლის ნების გადახედვა არ განიხილება. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დღეს განმარტა, რომ "ქართული ოცნებისთვის" რიგგარეშე ან ვადამდელი არჩევნები წითელ ხაზად რჩება.

ყველა მხარე რომ ცდილობს გამოსავლის მოძებნას და შეთანხმებას - ამ თემაზე დღეს ევროკავშირის ელჩმა განმარტება ორჯერ გააკეთა. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრიდან გამოსულმა კარლ ჰარცელმა აუდიენციას მნიშვნელოვანი უწოდა. დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, დისკუსიები რომ რთული იქნება, მედიისთვის არ დაუმალავს.

დღის ამბები