29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
პოლიტსაბჭოს სხდომა წარიმართა საინტერესოდ, "ნაციონალური მოძრაობა" შეკრულია - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად.

როგორც სოციალურ ქსელში სააკაშვილი წერს, დღეს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც თავადაც ჩაერთო. 

"დღეს გაიმართა "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ჩავერთე. სხდომა წარიმართა ძალიან საინტერესოდ და მინდა ვთქვა სიამაყით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" შეკრულია და განწყობილია ქართველი ერის ინტერესების საბრძოლველად ისე ძლიერად, როგორც არასდროს! ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ ქართველ ხალხთან ერთად.

მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნა პოლიტსაბჭოს მიერ ერთხმად, რაც ყოველთვის არ ხდება. გადამწყვეტ მომენტებში "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის იკვრება ერთ მუშტად! ძალიან კარგი გამოსვლები ჰქონდათ პოლიტსაბჭოზე – ნიკა მელიას, სალომე სამადაშვილს და პარტიის რამდენიმე სხვა ლიდერს. მართლაც, მთელი თანავარსკვლავედი ჩამოყალიბდა ძლიერი პოლიტიკოსების, ჩვენ ძალიან ბრძოლისუნარიან ორგანიზაციაში!" - წერს მიხეილ სააკაშვილი. 

დღის ამბები