29 ნოემბერი 2024,   02:37
ვრცლად
NATO-ს მინისტერიალის 2 კონკრეტული შედეგი და ალიანსის ახალი სტრატეგია - ასპირანტი საქართველო გაწევრიანების გზაზე თვისობრივად ახალ საფეხურზე გადადის

2015 წლის აგვისტოში გახსნილი NATO-ს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, "NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია. მისი მთავარი მიზანი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და შეიარაღებული ძალების NATO-სთან თავსებადობის ამაღლება, ასევე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაა. ცენტრის საქმიანობა ფართოვდება - ალიანსის საგარეო საქმეთა მინისტერიალის ეს გადაწყვეტილება განახლებულ არსებით პაკეტში გაიწერა.

ნატოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის საქმიანობის გაფართოებასთან ერთად, განახლებული არსებითი პაკეტი შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექტსში საქართველოსთან თანამშრომლობის გაძლიერებასაც მოიცავს.

ნატოს 2 დღიანი მინისტერიალი ოფიციალური თბილისისთვის 2 კონკრეტული შედეგით დასრულდა - არსებითი პაკეტის განახლებასთან ერთად ალიანსმა ასპირანტ საქართველოს ისიც უთხრა, რომ მასთან გაწევრიანების დიალოგი თვისობრივად სხვა საფეხურზე აჰყავს. ეს გადაწყვეტილება NATO-მ 2030 -ის სტატეგიაშიც ჩაწერა. ქვეყანამ ალიანსის წევრებისგან მოისმინა მზაობაც, რომ თანამშრომლობისთის გააკეთებენ მეტს, როგორც NATO-ს ფორმატში ასევე ორმხრივადაც.

მინისტერიალის გადაწყვეტილებითაც და ალიანსის 10 წლიან სტრატეგიაში ჩანაწერითაც კმაყოფილია ოფიციალური თბილისი. NATO-არეო საქმეთა მინისტრების გზავნილები დღეს მთვარობის სხდომის დაწყებამდეც და დასრულების შემდეგაც შეფასდა. მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის გზავნილიც, რომ NATO ღია კარის პოლიტიკის ერთგული რჩება და მის გაძლირებას ფიქრობს.

დღის ამბები