29 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
დეკემბერი, იანვარი და თებერვალი - აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრი რთულ ზამთარს აანონსებს

ცხელ ზონებად გადაკეთებული საავადმყოფოები და კოლაფსამდე მისული ჯანდაცვის სისტემა - ეს დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საერთო გამოწვევაა, თუმცა სახელმწიფოები წინ რთული ზამთრის მოლოდინში არიან. შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორი რობერტ რედფილდი აცხადებს, რომ დეკემბერი, იანვარი და თებერვალი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ისტორიაში ყველაზე რთული თვეები იქნება. საგანგაშო განცხადების საფუძველს რედფილდს ინფიცირების მზარდი სტატისტიკა აძლევს. 

რთულ თვეებზე საუბრობს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსინიც. მისი თქმით, საზოგადოების ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების ვაქცინაცია გაზაფხულამდე ვერ მოხდება. მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებულმა სამეფომ საშობაოდ მკაცრი ლოქდაუნი გააუქმა, ქვეყანა განახლებული 3 საფეხურიანი შეზღუდვების სისტემაზე გადავიდა. 

მკაცრი რეგულაციების დაწესებით რთული შედეგების თავიდან აცილებას ცდილობს გერმანიაც. ქვეყნაში კარანტინი 2021 წლის 10 იანვრამდე გახანგრძლივდა.

პანდემიის გამო, იტალიელები შობას ეკლესიაში მისვლას და რეგიონებში გამგზავრებას ვერ შეძლებენ. ქვეყნის მთვარობა ღამის საათებში მოქმედ კომენდანტის საათს საახალწლო პერიოდშიც ძალაში დატოვებს. რთული ვითარებაა საფრანგეთშიც, სადაც კორონავირუსით საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი გარდაიცვალა.

საყოველთაო კარანტინი 14 დეკემბრამდე გაახანგრძლივა საბერძნეთმა. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილშია, სადაც საავადმყოფოები სრული დატვირთვით მუშაობენ. ვითარება დამძიმდა თურქეთშიც, სადაც ერთ დღეში ვირუსი 31 ათასზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა. 

 

დღის ამბები