29 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
3 500 ლარის გამო დაყაჩაღებული "თბილისის ზღვის ჰოსპიტლის" ძარცვის დეტალები - "კურიერმა" ბრალდებულების ვინაობა გაარკვია

"თბილისის ზღვის ჰოსპიტალში" მომხდარი ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი უკვე გახსნილია. სათვალთვალო კამერით გადაღებული ვიდეო კი სასამართლო პროცესზე, სავარაუდოდ, ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება იქნება. კადრებში კარგად ჩანს დაცვის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ბოროტმოქმედებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში წინააღმდეგობას უწევს, თუმცა, უმისამართო სროლიდან რამდენიმე წამში დამნაშავეები შენობაში შეღწევას და თანხის წაღებას მაინც ახერხებენ.

"კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულები ვანო ნინიაშვილი და იმედა წიკლაური არიან. ორივე მათგანი წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის არის ნასამართლევი.

გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო 179-ე მუხლის მეორე ნაწილით აწარმოებს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 3დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

დღის ამბები