29 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
კრიტიკა დიპლომატიური კორპუსის მისამართით - ოპოზიციის ნაწილი ფასილიტატორებს რიტორიკას უწუნებს

"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუჭავამ "ნაციონალური მოძრაობა" ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისადმი შეტევასა და ანტიდასავლური განწყობების გავრცელებაში დაადანაშაულა. კახა კუჭავას ბრალდების ერთ-ერთი ადრესატი ნიკა მელია იყო. 

ნიკა მელია არ არის ერთადერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ვინც სტრატეგიული პარტნიორების მისამართით კრიტიკული მოსაზრებები გამოთქვა. 

ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირე ელჩების კრიტიკას არ იზიარებენ სხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მათი თქმით, ფასილიტატორი ელჩების საქმიანობა საქართველოში ფასდაუდებელია.

ელჩების კრიტიკა არსებულ ვითარებაში ოპოზიციის ნაწილის მხრიდან არ უკვირთ მმართველ პარტიაში, სადაც დესტრუქციული ქმედებების მცდელობაზე ამახვილებენ ყურადღებას. ქართული ოცნების ლიდერები ამ კონტექსტში აქცენტს "ნაციონალურ მოძრაობაზე" აკეთებენ.

დასავლელი პარტნიორების კრიტიკა არჩევნების შემდეგ მალევე გაისმა "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის მხრიდან უკრაინიდან. მიხეილ სააკაშვილმა ეუთოს მისიის დასკვნის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს რუსული "ეფესბეს" აგენტი უწოდა. 

დღის ამბები