29 ნოემბერი 2024,   02:29
ვრცლად
რა პრიორიტეტებია გაწერილი 2021 წლის ბიუჯეტში - ოპოზიცია ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის განხილვაში ჩართვას არ აპირებს

პანდემიისა და პოსტპანდემიური პერიოდის მართვა, ბიზნესის ხელშეწყობა და სოციალური მხარდაჭერის პროგრამები მოქალაქეებისთვის - ეს 2021 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული მთავარი პრიორიტეტებია.

პრემიერის განცხადებით, 2021 წელს პრიორიტეტული უწყებები ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო იქნება, რომელთაც დაფინანსება გაეზრდებათ. 

ბიუჯეტი საკანონმდებლო ორგანომ წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფ, ბარიერგადალახულ ოპოზიციას დღეს პრემიერმა მოპოვებული მანდატებით დაკისრებული ვალდებულებები შეახსენა. მისი თქმით, ბიუჯეტის განხილვაში ყველა დეპუტატის ჩართულობა უკიდურესად მნიშვნელოვანია.

გიორგი გახარიას საპასუხოდ ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მოწოდებები ყალბია და მმართველ გუნდს მათი რეკომენდაციების რეალურად გათვალისწინების ინტერესი არ აქვს. ამასთან, ოპოზიცია უშუალოდ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტსაც აკრიტიკებს.

ოპოზიციის ჩართულობით თუ მის გარეშე 2021 წლის ბიუჯეტის განხილვას მე-10 მოწვევის პარლამენტი შეკრებისთანავე დაიწყებს. მომავალი წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი კომიტეტებში განხილვისა და სამი მოსმენის შემდეგ დეკემბრის ბოლომდე უნდა დამტკიცდეს.

დღის ამბები