29 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
არ შეიძლება ადამიანის დაჭერა მასტურბაციისთვის - იაგო ხვიჩია ბავშვთა პორნოგრაფიის წახალისების შესახებ მის სტატუსს განმარტავს

"გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ "დღის კურიერის" ეთერში განმარტება გააკეთა მის ერთ-ერთ სტატუსთან დაკავშირებით, რომელიც ბავშვთა პორნოგრაფიას ეხებოდა და რომელსაც საზოგადოებაში განხილვა მოჰყვა.

იაგო ხვიჩიას თქმით, არ შეიძლება ადამიანი დაიჭირო ბავშვთა პორნოგრაფიის ყურების გამო, სანამ არ იქნება შესაბამისი მოკვლევა, ნამდვილად წაახალისა თუ არა ამ ქმედებით მან ეს ბიზნესი. 

"ჩემზე მოდის უსამართლო ტალახის ნიაღვარი, რომელსაც, ჩემი აზრით, არ ვიმსახურებ. მე ვიტყვი რა დავწერე და რა დამაბრალეს. მე გამოვიწვიე ეს ადამიანები დებატებში. მაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ცილს მწამებენ, უარს აცხადებენ ფიზიკურად საუბარზე, ცივილურ საუბარზე ამ თემასთან დაკავშირებით, რომ გაგვერჩია. გიჟი ვარ ამხელა ადამიანი, რომელიც ფეისბუქზე დაწერდა პოსტს, რომ პედოფილია კარგია და მხარს ვუჭერ, თუ რაღაცას მაბრალებენ?! სინამდვილეში, მე რაც დავწერე არანაირ კავშირში არაა პედოფილიის წახალისებასთან. წარმოიდგინეთ, ადამიანის დასჯა იმის გამო, რომ მან რამე ნახა, ან მოისმინა და სხვას მოუყვა ამის შესახებ. რა შეიძლება ბუნებაში იყოს ისეთი, რომლის ნახვითაც მე კრიმინალი გამოვდივარ, რომლის მოსმენით და მეგობრისთვის მოყოლისთვის კრიმინალი გამოვდივარ?! ასეთი რამე ბუნებაში არ არსებობს.

ის შემთხვევა, რომელზეც მე დავწერე, ზუგდიდში მომხდარ შემთხვევაა, როდესაც დააკავეს მამაკაცი პორნომასალის შენახვისა და გამოყენებისთვის, რომელიც არასრულწლოვანთა პორნომასალას შეიცავდა, აქ საუბარი იყო იმაზე, რომ არ შეიძლება ადამიანის დაჭერა იმის გამო, რომ მან რაღაც ნახა და შეინახა, და არა იმის გამო, რომ რაღაც დაამზადა - დაამზადა ბავშვთა პორნოგრაფია ან მონაწილეობდა ამაში, ან თუნდაც წაახალისა. როცა ამბობ, რომ ვიღაცა წაახალისე, უნდა არსებობდეს, რომ შენ მიერ გადახდილმა ფულმა ამ ბიზნესში რაღაცნაირად წვლილი შეიტანა. ვინმემ საერთოდ გამოიკვლია? იქნებ არ იყო ასე და სხვაგვარად იყო. ამის გამოკვლევის გარეშე ჩვენ საერთოდ დავივიწყეთ უდანაშაულობის პრეზუმფცია და ახლა ქალბატონი თამარ ჩერგოლეიშვილი უკიდურესი სიტყვებით მლანძღავს ფეისბუქზე. იმის გამო, რომ ვთქვი, არ შეიძლება ადამიანის დაჭერა, თუ ის სხვაზე არ ძალადობს, არ შეიძლება ადამიანის დაჭერა მასტურბაციისთვის,"-განაცხადა იაგო ხვიჩიამ. 

დღის ამბები