29 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
წინადადების დაკორექტირების შესაძლებლობას ვხედავ - იაგო ხვიჩია 2024 წელს ბუნებრივი ბარიერის შესაძლო დატოვებაზე

იქნება თუ არა ოპოზიციისთვის კომპრომისული მმართველი პარტიის წინადადება, რომელიც "კურიერის" ინფორმაციით, 2024 წელსაც 5% ის ნაცვლად, ბუნებრივი ბარიერის დატოვებას და მომავალი წელს, ადგილობრივი არჩევნების  120/30-ზე სისტემით ჩატარებას გულისხმობს. ამ თემაზე "დღის კურიერის" ეთერში პარტია "გირჩის" თავმჯდომარე იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ჯერჯერობით, ამ წინადადებებზე საჯარო საუბარი ჭირს, თუმცა ის ხედავს რესურსს, რომ ეს წინადადებები დაკორექტირდეს და დიალოგი გაგრძელდეს:

"ამ კომპრომისში იმ ფორმით, რა ფორმითაც არსებობს, აზრს ვერ ვხედავ, მგონია რომ ის დასაკორექტირებელია, თუმცა ვხედავ ამ წინადადების დაკორექტირების შესაძლებლობას. ზოგადად, ამ მიმართულებით, ჩემი აზრით, რესურსი არსებობს, მაგრამ არა არსებული ვერსია, რაც იხილებოდა. მე არ ვიცი, საბოლოოდ რა ვერსია იქნება.

"ქართულ ოცნებას" ოფიციალურად ეს არ უთქვამს და სხვებიც, ვინც ამაზე საუბრობდა, ამბობდნენ, რომ ეს არ იყო საჯარო ინფორმაცია, ამიტომ საჯაროდ ამაზე საუბარი ჭირს," - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

დღის ამბები