29 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
საქართველოში COVID-19-ზე ვაქცინაცია ძირითადად რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდებათ - როგორ აფასებენ პროცესს ინფექციონისტები

ინფექციონისტების შეფასებით, მსოფლიოში COVID-19-ზე ვაქცინაციის დაწყება ინფექციური დაავადების მძიმე შემთხვევებს მაქსიმალურად შეამცირებს. ისინი ვარაუდობენ რომ საქართველოში ვაქცინა მომავალი წლიდან იქნება ხელმისაწვდომი და ვაქცინაცია ძირითადად რისკ-ჯგუფებს ჩაუტარდებათ.

"ვაქცინაცია ძირითადად ჩაუტარდებათ იმ ადამიანებს ვინც არიან რისკ-ჯგუფში და ეს ჩვენ მოგვცემს იმ მოცემულობას, რომ მეტნაკლებად შეგვიმცირდება დაავადების მძიმე მიმდინარეობაც. მოგეხსნებათ რისკ-ჯგუფებში, ადამიანებში ვისაც აქვთ სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ან ხანდაზმული ასაკი დაავადება მძიმედ მიმდინარეობს," - აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა

ინფექციონისტი, კლინიკა "ნეოლაბის" კლინიკური განყოფილების გამგე მაია ბუწაშვილი პროცესს იმედისმომცემს უწოდებს, თუმცა ამბობს, რომ არ უნდა იყოს ილუზია რომ მოსახლეობის მასიურად ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება:

"იმედისმომცემად გამოიყურება შედეგები და რომელიმე ვაქცინა მაინც აუცილებლად ბოლომდე ეფექტური იქნება, ჩვენს ქვეყანას რაც შეეხება, როგორც გვეუბნებიან თადარიგი დაჭერილია და იმედი ვიქონიოთ, რომ შემდეგი წლის დასაწყისში მაინც გვექნება, თუმცა რა თქმა უნდა, არა იმ ილუზიით, რომ ჩვენთან შესაძლებელი იქნება მასიური ვაქცინაცია, სავარაუდოდ მაღალი რისკის ჯგუფებზე გავრცელდება," - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

დღის ამბები