29 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
"ქართული ოცნების" პარტიული სიის სამი წევრი საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებს, მათ მანდატზე უარი თქვეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარი განაცხადა "ქართული ოცნების" პარტიული სიის სამმა წევრმა: ჯაბა ფუტკარაძემ, თორნიკე რიჟვაძემ და თინათინ ზოიძემ - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ისინი საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში გააგრძელებენ.

"წარმოდგენილმა სამმა ადამიანმა მოვახდინეთ შეწყვეტა იმ მანდატების, რომელიც მივიღეთ არჩევნებში, ვინაიდან ჩვენ ვაგრძელებთ საქმიანობას  აჭარის მთავრობაში.

ჯაბა ფუტკარაძე უბრუნდება აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მინისტრის რანგში, რაც შეეხება თინათინ ზოიძეს ის გააგრძელებს მუშაობას ჩვენთან მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად," - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

დღის ამბები