29 ნოემბერი 2024,   02:39
ვრცლად
გვექნება კარგი შედეგი, თუ გვექნება ნორმალური ვადამდელი არჩევნები - გიგა ბოკერია

"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, თუ ქვეყანა ეგუება იმას, რომ არჩევნები ვისაც ძალაუფლება აქვს შეუძლია მოიპაროს, ეს არის გზა ან რევოლუციისკენ, ან ავტორიტარიზმისკენ.

ბოკერიას თქმით, სასურველი შედეგი საზოგადოებრივი და საერთაშორისო წნეხით დადგება. 

"მე მჯერა, რომ საქართველოში სტაგნაციას ქართული საზოგადოება არ შეეგუება, მაგრამ ამასაც ასე გარანტირებულად კი არ ვამბობ, საფრთხეები უნდა გვესმოდეს ყველას, რატომ არის მნიშვნელოვანი დაპირისპირება ამ რეჟიმთან ყველასთვის, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა. თუ ქვეყანა ეგუება იმას, რომ არჩევნები ვისაც ძალაუფლება აქვს შეუძლია მოიპაროს, ეს არის გზა ან რევოლუციისკენ, ან ავტორიტარიზმისკენ. სხვა ალტერნატივა მანდ არ არსებობს. განსაკუთრებით არ გვინდა, რაც ლუკაშენკომ მოახერხა 90-იანების ბელორუსიაში და არც იანუკოვიჩის სცენარი არ გვინდა. გვინდა არჩევნებით ხდებოდეს ცვლილება. წინა არჩევნები, როცა ჩვენ წავაგეთ, ცუდი არჩევნები იყო, არ იყო სუფთა არჩევნები, ძალადობა, ბევრი ცუდი ამბავი იყო, მაგრამ მკაფიო იყო, რომ ამ მანიპულაციებმა უბრალოდ პროპორცია გაზარდა "ოცნების" წარმატების, მაგრამ მანდატი მათ მიიღეს, კვირიკაშვილის მთავრობამ მაშინ, მაგრამ ჩვენ მძიმედ, მაგრამ ეს ყველაფერი პირველად ვაღიარეთ, მაგრამ როცა 4 წელი გადის 2016 წლის ცუდი არჩევნებიდან, უცებ ირკვევა რომ 10-ჯერ მეტი უბანია საქართველოში, სადაც ჩაყრა მოხდა, ცესკოს მონაცემებით, 10-ჯერ მეტი, ვიდრე 2016-ში და 2012, სადაც მეტი ბიულეტენი აღმოჩნდა, ვიდრე ხელმოწერა.

შედეგი გვექნება საზოგადოების მყარი პოზიციით, საერთაშორისო წნეხით და გვექნება კარგი შედეგი, თუ გვექნება ნორმალური ვადამდელი არჩევნები," - განაცხადა ბოკერიამ "ღამის კურიერში" სტუმრობისას. 

დღის ამბები