29 ნოემბერი 2024,   02:49
ვრცლად
ელჩებმა გარკვეული მონახაზი გვაჩვენეს "ქართული ოცნების" კომპრომისული შემოთავაზებების, რაც იყო ძალიან არასაკმარისი - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერის ალეკო ელისაშვილის თქმით, ელჩებთან ოპოზიციის წარმომადგენლების ინდივიდუალური შეხვედრების დროს მათ წარუდგინეს "ქართული ოცნების" შესაძლო კომპრომისების მონახაზი, რომელიც მისი თქმით, ძალიან არასაკმარისია რაიმე შეთანხმების მისაღწევად. ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერში" ისაუბრა.

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პასუხი კვლავ უარყოფითია:

"ამაზე პასუხი არსებობს, რომ მათთვის ეს მიუღებელია და სანაცვლოდ იყო ჩვენსკენ გადმოდგმული არასაკმარისი ნაბიჯი. მე და ლევან იოსელიანს რა შეხვედრაც გვქონდა ელჩებთან პირისპირ, მათი გარკვეული კონტურები და მონახაზი გვაჩვენეს "ქართული ოცნების" კომპრომისული შემოთავაზებების, რაც იყო ძალიან არასაკმარისი. ვადამდელი არჩევნები იქ არ ეწერა, დეტალებზე არ მინდა საუბარი. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მოთხოვნები რომ დაეკმაყოფილებინა "ქართულ ოცნებას", ამ სტუდიიდან კი არ ველაპარაკებოდით, ვიტყოდით, აგაშენებს ღმერთი და დავიწყებდით სხვა რაღაცებზე ფიქრს და სამზადისს," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დღის ამბები