29 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
"ტრამპის სიძე, კუშნერი, ბიძინა ივანიშვილის მაფიას მფარველობდა" - შალვა ნათელაშვილი

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს აშშ-ს პრეზიდენტის, ტრამპის სიძე - ჯარედ კუშნერი მფარველობდა.

მისივე თქმით, ეს ივანიშვილმა რუსული ლობის დახმარებით მოახერხა. 

"ბიძინა ივანიშვილმა რუსული ლობის საშუალებით მოახერხა ტრამპის ოჯახზე გასვლა. სამაგიეროდ, პრეზიდენტმა ტრამპმა წააგო არჩევნები. ტრამპის ოჯახში იგულისხმება არა უშუალოდ ამერიკის პრეზიდენტი, არამედ მისი სიძე, ივანკას მეუღლე, კუშნერი, რომელიც მუშაობს უშიშროების საბჭოში, ეიზენჰაუერის პალატაში, უშუალოდ თეთრი სახლის გვერდზე და რომელიც მფარველობდა ბიძინა ივანიშვილის მაფიას. რამდენიმე კვირაში დასრულდება ამ ჯგუფის მმართველობა, ამერიკელმა ხალხმა ვეტო დაადო ოლიგარქიას პოლიტიკაში, დამთავრდა ტრამპიზმი, ოლიგარქია ამერიკაშიც და დამთავრდება რამდენიმე კვირაში საქართველოშიც,"-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები