29 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
არის მოლაპარაკებები, აფხაზეთში ჩავიდნენ ჩვენი სასულიერო პირები - მიტროპოლიტი ნიკოლოზი

ახალქალაქისა, კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ არის მოლაპარაკებები აფხაზეთში ჩავიდნენ ქართველი სასულიერო პირები.

როგორც მიტროპოლიტი ამბობს, ამის თქმის საფუძველს რუსეთის საპატრიარქოს წარმომადგენლებთან საუბარი აძლევს. 

"არის მოლაპარაკებები, აფხაზეთში ჩავიდნენ ჩვენი სასულიერო პირები, ოღონდ ასე პირდაპირ რთულია. მე ვისთანაც მაქვს ურთიერთობა, პატრიარქთან დიდი ხანია არ მქონია ურთიერთობა, ასე სწრაფად გადასაწყვეტი არ არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს დღე არ არის შორს, როდესაც დაუშვებენ ქართულ სასულიერო პირებს აფხაზეთში. ამის თქმის საფუძველს საუბრები მაძლევს," - განაცხადა მიტროპოლიტმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში დავით არსენიშვილისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე იმყოფებოდა.

დღის ამბები